არქივები

ჯანსაღი ცხოვრების წესი – “ბათუმველო”

ჯანსაღი ცხოვრების წესი – “ბათუმველო”

იმგზავრეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად

იმგზავრეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად

ჩვენი გვერდი Facebook-ზე

მგზავრობთ მუნიციპალური ტრანსპორტით?

შედეგები

Loading ... Loading ...

 

dsc03444 dsc03430 132 dsc03434 dsc03436 dsc03433 dsc03526 dsc03538 dsc03420
DSC06275

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ 14-16 დეკემბერს ჩატარდა კონკურსი მძღოლების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, რომელიც მოიცავდა სამ ეტაპს (პირველი ეტაპი-ტესტირება, მეორე ეტაპი -გასაუბრება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მესამე ეტაპი -პრაქტიკული გამოცდილება მართვაში). განაცხადი შემოტანილი ქონდა 115 პრეტენდენტს, აქედან სამივე ეტაპი გადალახა 50 პრეტენდეტმა.

გაეცანით ვრცლად ...
 
000_1032

ქ. ბათუმში ამა წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს ახალი სატრანსპორტო საშუალება ველოტრანსპორტი სახელწოდებით „ბათუმველო“, რომელიც ექვემდებარება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“. ველოსიპედით მოძრაობა შესაძლებელია ქალაქში გამოყოფილ სპეციალურ ველოტრასებზე. ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულია 8 ტერმინალი საიდანაც ხდება ველოსიპედების გამოყვანა.

გაეცანით ვრცლად ...
 
DSC06202

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მიმდინარეობს ახალ ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სისტემის ჩამოყალიბება. მთლიანად შეიცვალა ძველი საბჭოური სტრუქტურა. გაუქმდა ე.წ „დისპეჩერები, მექანიკოსები, ავტობუსების საგზურებით გაშვება“. სანაცვლოდ შეიქმნა -საგზაო მოძრაობის კოტროლის სამსახური (ჯპს), ფინანსური, მარკეტინგის, მგზავრთა მონიტორინგის, ოპერაციული და ტექნიკური სამსახურები. დაინერგა ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მძღოლები საათობრივად გამომუშავებულ ხელფასს ღებულობენ.

გაეცანით ვრცლად ...
 
GPS
DSC06198

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდზე განთავსდება GPS ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია  ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით სამარშრუტო ხაზებზე, ანუ მომხმარებელი შედის ვებგვერდზე , აირჩევს ავტობუსის მოძრაობა Live ან GPS კატეგორიას, შემდეგ მარშრუტის ნომერს და მიიღებს სასურველ ინფორმაციას

გაეცანით ვრცლად ...
 
DSC06233

დეპოს რეაბილიტაციისათვის ქ. ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ გამოუყო სახსრები. დღეისათვის მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ბლოკს, სამრეცხაოს და ბენზინგასამართ სადგურს. მეორე ეტაპი კი მოიცავს დარჩენილი ობიექტების სარემონტო სამუშაობს და საწარმოს ტერიტორიის კეთილმოწყობას.

გაეცანით ვრცლად ...
 
04

გაიხსნა  ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული კიდევ ერთი ახალი სამარშრუტო ხაზი №4, რომელსაც მოემსახურება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს მუნიციპალური ავტოსბუსები, რომლებიც იმოძრავებენ 10 წუთიანი ინტერვალით შემდეგი მიმართულებით ს/ც „ბათუმი“-აღმაშენებლის ქ.-ინასარიძის ქ.-ფიროსმანის ქ.-ზ.გორგილაძის ქ.-ბარათაშვილის ქ.-მაიაკოვსკის ქ.-სვიშევსკის ქ. (გარადოკის დასახლება)

გაეცანით ვრცლად ...
 
Untitled-1

გაიხსნა ქ.ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული  ახალი სამარშრუტო ხაზი №12, რომელსაც მოემსახურება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს მუნიციპალური ავტობუსები,  იმოძრავებს  14 წუთიანი  ინტერვალით შემდეგი მიმართულებით – ბონის კულტურის სახლი – წერეთლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბავშთა სავადმყოფო – მეჯინისწყალი -  ხელვაჩაური.

გაეცანით ვრცლად ...
 
000_0974

მიმდინარე წლის 19-20 ოქტომბერს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტ“-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ ბელორუსიის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს „კრიპოტექს“-ის წარმომადგენლები დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გოროლენკო, განყოფილების უფროსი ელენე გუბარევა და დოკუმენტების დაცვისა და იდენტიფიკაციის განყოფილების უფროსი სერგეი პლისკა. ისინი შეხვდნენ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტ“-ის თანამშრომლებს.

გაეცანით ვრცლად ...
 
poto1

მიმდინარე წლის 5 ოქტემბერს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ.ბურსას სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები გენერალური დირექტორის კონსულტნტი მაჰმედ თაიზოღლუ და გაყიდვების მენეჯერი მევლუდ საფი. ვიზიტი იყო გაცნობითი ხასიათის , რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა გამართა პრეზენტაცია მათი კომპანიის საქმიანობის შესახებ და წარმოადგინეს პროექტები, რომელსაც ახორციელებენ თურქეთის სხვადსხვა ქალაქებში

გაეცანით ვრცლად ...
 
Untitlssed-1

ქ. ბარსელონაში 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ევროპის რეგიონალური სამეცნიერო ასოციაციის 51-ე საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „გლობალური სამყაროს გამოწვევები ევროპის რეგიონებისა და ურბანული ზონებისათვის“, სადაც გაიმართა ქ. ბათუმში შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მუნიციპალურ სატრანსპორტო ქსელში განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგემების პრეზენტაცია.

გაეცანით ვრცლად ...
 
Untitled-dddd1

ქ. ბათუმში მუნიციპალურ ტრანსპორტში წარმატებით დაინერგა ახალი ევროპული საბილეთო სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია მოსახლეობისათვის. მგზავრი ავტობუსში ასვლისთანავე შტამპავს ბილეთს ვალიდატორში (მაკონტრელებელ აპარატში), რომელზეც ასახულია ავტობუსის ნომერი, მარშრუტი, თვე, რიცხვი და დრო.

გაეცანით ვრცლად ...
 
Untitled-sa1

1. შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” აცხადებს კონკურსს საშუალო კლასის საქალაქო ავტობუსის მძღოლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და იწვევს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ვისაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისია დასაკავებელ ადგილთან.

გაეცანით ვრცლად ...
 
Untitled-441

ამა წლის 11 მაისს შედგა ელექტრონული ტენდერი ბილეთების დამზადებაზე. ტენდერში გაიმარჯვა შპს „კაბადონი+“ 21 მაისს დაიდო ხელშეკრულება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა და შპს „კაბადონი+“-ს შორის, რომლის თანახმადაც ბილეთების პირველი პარტია შპს „კაბადონი+“-მა უნდა მოგვაწოდოს ხელშეკრულების დადების დღიდან 40 დღეში.

გაეცანით ვრცლად ...