ქარ Eng

სამგზავრო ბარათები

მუნიციპალურ ტრანსპორტში  მგზავრობის 

გადახდის ტარიფები და სახეობები

უკონტაქტო პლასტიკური ბარათები: იყოფა კატეგორიების მიხედვით და შეძენა შესაძლებელია უფასოდ. 

ა) სტანდარტული ბარათი BATUMI CARD  

 სტანდ

შეძენა შესაძლებელია ''მეტრო სერვის+''–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.

სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD –ის აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.

ბარათის აღება: EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.

 BATUMI CARD -ით  მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,30 ლარს.

ბ) შეღავათიანი ბარათი:

შეღ

სარგებლობა შეუძლიათ- პენსიონერს, პედაგოგს, იძულებით გადაადგილებულ პირს-სადაც  მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს. ხოლო ბათუმის ხანდაზმულთა ბენეფიცირების სოციალური ცენტრის პირებს, ვეტერანებს და მათთან გათანაბრებული პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 0-70000 ქულის მქონე ბენეფიციარებს მგზავრობა შეუძლიათ ნულოვანი ტარიფით. ბარათის შეძენა შესაძლებელია ''მეტრო სერვის+''–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.

გ)  სტუდენტური ბარათი STUDENT CARD

სტუდ

შეძენა შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვის ცენტრებში. STUDENT CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს.

დ)   მოსწავლის ბარათი SCOOL CARD 

სკოოლ

შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში. მგზავრობა ნულოვანი ტარიფით 

 


ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა

სტანდარტული ტარიფით - 0,30 ლარით  შესაძლებელია:

საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXPRESS BANK, SOLO, VISA ELECTRON და სხვა.

თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათი: METROMONEY, თბილისის მერიის შეღავათიანი ბარათები, საქართველოს ბანკის მოსწავლეების და სტუდენტების ბარათები.

პლასტ ბარ

 


 

ბარათის შევსება:

უკონტაქტო სამგზავრო ბარათის შევსება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების  EXPRESS PAY –ის მეშვეობით.

აღნიშნულ ტერმინალზე მოძებნეთ მენიუ სამგზავრო ბარათის შევსება და მიყევით ინსტრუქციას.

აპარა                       ექსპ