რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?

შედეგები

Loading ... Loading ...
ჩვენს შესახებ

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2004 წელს ორი სატრანსპორტო კომპანიის ავტოკოლონა-2655-ისა და ავტოკოლონა-2659-ის ბაზაზე დაარსდა შპს “აჭარის ავტოტრანსპორტი”, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში სულხან-საბა ორბელიანის ქ.№2 და განთავსებულია 26781 კვ.მ მიწის ფართობზე. თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა ტრანსპორტით მომსახურებას “დაფის” და “ივეკოს” მარკის ავტობუსებით ქალაქ ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა რაიონში. 2004 წლის ნოემბერში ქ. ბათუმის მერიის მიერ შეძენილი იქნა და საწარმოს გადმოეცა 30 “ბოგდანის”(BOGDAN) ტიპის ავტობუსი.

2007 წელს კომპანია მფლობელობაში გადაეცა ქალაქ ბათუმის მერიას და შეეცვალა საფირმო სახელწოდება და დღეისათვის იწოდება შპს “ბათუმის ავტოტრნაპორტად”.

შენობა

Picture 1 of 2

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქალაქი ბათუმი მდებარეობს ტურისტულ ზონაში და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვლინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა რაოდენობა. სრულყოფილდება ქალაქის იერსახე, იქმნება ახალი კულტურულ-გასართობი ცენტრები, რაც თავისთავად ცვლის ქალაქის მოსახლეობის ესთეტიკურ გემოვნებასა და შეხედულებებს. ყოველივე ეს კი ქმნის იმის წინაპირობას, რომ ჩვენს საწარმოშიც განხორციელებულიყო და დანერგულიყო სიახლეები, რაც კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს საწარმოს განვითარებასა და სერვისის გაუმჯობესებას. ამ მიზნით ქალაქის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომზადდა პროექტი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონის ასამაღლებლად. 2008 წელს აჭარის მთავრობამ საწარმოს კაპიტალი გაზარდა 2 000 000 ლარით, ამ თანხით საწარმოს მიერ შეძენილი იქნა 25 “ზონდას”(ZONDA) მარკის ავტობუსი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო სესხი 2 500 000 ევრო, ჩატარდა ტენდერი და შეძენილი იქნა 76 ერთეული “ზონდას”(ZONDA) მარკის ავტობუსი და 150 000 ევროს მანქანა დანადგარები. 2012 წელს ქალაქ ბათუმის თვიმართველობამ გამოგვიყო 2 800 000 ლარი, გამოცხადდა ტენდერი და შევიძინეთ 21 ერთეული, მაღალი კლასის, „ფავი“-ს (FAW) მარკის ავტობუსები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ინვალიდის ეტლის ასასვლელით და გამოყოფილია  ეტლის გასაჩერებელი ადგილი.  ავტობუსების რაოდენობის ზრდამ და ახალი სამარშრუტო ხაზების დამტკიცებამ, თავისთავად გამოწვია ახალი კადრების დასაქმების აუცილებლობაც.  დღეისათვის ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 479 ადამიანი.