რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?

შედეგები

Loading ... Loading ...
არქივები დეკემბერი, 2011
ჩატარდა კონკურსი მძღოლების ვაკანტურ ადგილებზე
DSC06275

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ 14-16 დეკემბერს ჩატარდა კონკურსი მძღოლების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, რომელიც მოიცავდა სამ ეტაპს (პირველი ეტაპი-ტესტირება, მეორე ეტაპი -გასაუბრება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მესამე ეტაპი -პრაქტიკული გამოცდილება მართვაში). განაცხადი შემოტანილი ქონდა 115 პრეტენდენტს, აქედან სამივე ეტაპი გადალახა 50 პრეტენდეტმა.

გაეცანით სრულად ...
 
ბათუმველო
000_1032

ქ. ბათუმში ამა წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს ახალი სატრანსპორტო საშუალება ველოტრანსპორტი სახელწოდებით „ბათუმველო“, რომელიც ექვემდებარება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“. ველოსიპედით მოძრაობა შესაძლებელია ქალაქში გამოყოფილ სპეციალურ ველოტრასებზე. ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულია 8 ტერმინალი საიდანაც ხდება ველოსიპედების გამოყვანა.

გაეცანით სრულად ...
 
სიახლეები ბათუმის ავტოტრანსპორტში
DSC06202

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მიმდინარეობს ახალ ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სისტემის ჩამოყალიბება. მთლიანად შეიცვალა ძველი საბჭოური სტრუქტურა. გაუქმდა ე.წ „დისპეჩერები, მექანიკოსები, ავტობუსების საგზურებით გაშვება“. სანაცვლოდ შეიქმნა -საგზაო მოძრაობის კოტროლის სამსახური (ჯპს), ფინანსური, მარკეტინგის, მგზავრთა მონიტორინგის, ოპერაციული და ტექნიკური სამსახურები. დაინერგა ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მძღოლები საათობრივად გამომუშავებულ ხელფასს ღებულობენ.

გაეცანით სრულად ...
 
GPS
DSC06198

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდზე განთავსდება GPS ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია  ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით სამარშრუტო ხაზებზე, ანუ მომხმარებელი შედის ვებგვერდზე , აირჩევს ავტობუსის მოძრაობა Live ან GPS კატეგორიას, შემდეგ მარშრუტის ნომერს და მიიღებს სასურველ ინფორმაციას

გაეცანით სრულად ...
 
დეპოს რეაბილიტაცია
DSC06233

დეპოს რეაბილიტაციისათვის ქ. ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ გამოუყო სახსრები. დღეისათვის მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ბლოკს, სამრეცხაოს და ბენზინგასამართ სადგურს. მეორე ეტაპი კი მოიცავს დარჩენილი ობიექტების სარემონტო სამუშაობს და საწარმოს ტერიტორიის კეთილმოწყობას.

გაეცანით სრულად ...