რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?

შედეგები

Loading ... Loading ...
არქივები ივლისი, 2014
logo face profile

22 ივლისს  14 საათზე ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები ერთი წუთით შეწყვეტენ მუშაობას, რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული მძღოლის, ვალერი ელვანჯიას პატივის მისაგებად. შ.პ.ს. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“  ბოდიშს უხდის მოსახლეობას აღნიშნული შეფერხების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს. 

 
სიახლე ბათუმველოს მომხმარებლებს
ilogo colage ic

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ და სადაზღვევო კომპანია ,,აი სი ჯგუფი“ ბათუმველოს მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.  15 ივლისიდან ბათუმველოს ყველა მომხმარებელი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფ“-ში . დაზღვევით იფარება უბედური შემთხვევები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი ბათუმველოს მომხმარებლის მიერ ველოსიპედით მგზავრობისას.  

გაეცანით სრულად ...
 
მწვანე საათი ბათუმში
u

15 ივლისს, ქალაქ ბათუმში შ.პ.ს ბათუმის ავტოტრანსპორტმა, პარტნიორობამ საგზაო უსაფრთხოებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ეკოხედვა, ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ბათუმის მერიამ გამართა ღონისძიება– მწვანე საათი ბათუმში!

გაეცანით სრულად ...
 
ცვლილებები № 11 სამარშრუტო ხაზზე
100_8578

2014 წლის 5 ივლისიდან სამარშრუტო ხაზ № 11- ზე ცვლილებებია, რომელიც იმოძრავებს  საცდელი ვადით, შემდეგი მიმართულებით:

გაეცანით სრულად ...