რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?

შედეგები

Loading ... Loading ...
თანამშრომლობა ,,ბათუმის ავტოტრანსპორტთან“
2016 წლის 24 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ და შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა, ბატონმა პაატა დუმბაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორენადუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთხელშეწყობას ტრანსპორტის დარგის სპეციალისტთა მომზადებაში. სხვა პუნქტთა შორის, მიღწეულია შეთანხმება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველოფის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილული იქნა დარგის განვითარების მიზნით შემდგომი თანამშრომლობისა და პარტნიორობის პერსპექტივები.
დატოვეთ თქვენი გზავნილი