Covid-19 ვაქცინაციის მსურველთათვის, გონიო, მახინჯაური, ხელვაჩაური - ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შეზღუდვები დაწესდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე. აქედან გამომდინარე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, Covid-19 ვაქცინაციის მსურველთათვის, გონიო, მახინჯაური, ხელვაჩაური - ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას უზრუნველყოფს ვაქცინაციის ცენტრებამდე და იმოძრავებს მთელი დღის განმავლობაში ერთ საათიანი ინტერვალით.
ვაქცინაციის ცენტრები:
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი
• რესპუბლიკური საავადმყოფო
ლოკაციები სადაც ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე????
მარშრუტები და გაჩერებები:
გონიო????
• ახალსოფლის ცენტრი
• მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
• რესპუბლიკური საავადმყოფო
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მახინჯაური????
• ბენზე
• საბაგირო
• რესპუბლიკური საავადმყოფო
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელვაჩაური????
• სოფელი შარაბიძეები
• მეჯინისწყალი
• მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
• რესპუბლიკური საავადმყოფო
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 0422 24 76 76
May be an image of text