სამგზავრო ბარათები

მუნიციპალურ ტრანსპორტში  მგზავრობის 

გადახდის ტარიფები და სახეობები

1. ქაღალდის ბილეთი: ორი მგზვარობის ღირებულება შეადგენს 0,80 ლარს და შეძენა შესაძლებელია ავტუბუსში.

ქაღბ

 

 2. უკონტაქტო პლასტიკური ბარათები: იყოფა კატეგორიების მიხედვით და შეძენა შესაძლებელია უფასოდ. 

ა) სტანდარტული ბარათი BATUMI CARD  

 სტანდ

შეძენა შესაძლებელია ''მეტრო სერვის+''–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.

 BATUMI CARD -ით  მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,30 ლარს.

ბ) შეღავათიანი ბარათი:

შეღ

სარგებლობა შეუძლიათ- პენსიონერს, პედაგოგს, იძულებით გადაადგილებულ პირს-სადაც  მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს. ხოლო ბათუმის ხანდაზმულთა ბენეფიცირების სოციალური ცენტრის პირებს, ვეტერანებს და მათთან გათანაბრებული პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 0-70000 ქულის მქონე ბენეფიციარებს მგზავრობა შეუძლიათ ნულოვანი ტარიფით. ბარათის შეძენა შესაძლებელია ''მეტრო სერვის+''–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.

გ)  სტუდენტური ბარათი STUDENT CARD

სტუდ

შეძენა შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვის ცენტრებში. STUDENT CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს.

დ)   მოსწავლის ბარათი SCOOL CARD 

სკოოლ

შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში. მგზავრობა ნულოვანი ტარიფით 

 


ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა

სტანდარტული ტარიფით - 0,30 ლარით  შესაძლებელია:

საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXPRESS BANK, SOLO, VISA ELECTRON და სხვა.

თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათი: METROMONEY, თბილისის მერიის შეღავათიანი ბარათები, საქართველოს ბანკის მოსწავლეების და სტუდენტების ბარათები.

პლასტ ბარ

 


 

ბარათის შევსება:

უკონტაქტო სამგზავრო ბარათის შევსება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების  EXPRESS PAY –ის მეშვეობით.

აღნიშნულ ტერმინალზე მოძებნეთ მენიუ სამგზავრო ბარათის შევსება და მიყევით ინსტრუქციას.

აპარა                       ექსპ

 

 

 

 

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?