a a a
a a a

მუნიციპალურ ტრანსპორტის შეღავათიან ტარიფებში შეტანილი ცვლილებები

ბათუმის მერიამ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების ფასდაკლების სისტემა დააზუსტა. ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს დადგენილების (2017 წლის 28 აპრილის №8)შესაბამისად, შეღავათებით სარგებლობდნენ: მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში და პედაგოგები, რომლებიც ასწავლიდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა.

ცვლილების მიხედვით, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა (ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №34, 31 ოქტომბერი 2017 წელი) მოსწავლეები და პედაგოგები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი რეგისტრირებული არიან ბათუმში და სწავლობენ ან ასწავლიან სხვა მუნიციპალიტეტებში.

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზირებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის- ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში - უფასო; 

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავორიზირებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში - 0,15 ლარი;

1) საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს – 0,15 ლარი. 

 

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?