a a a
a a a

მალე ბათუმს ახალი მუნიციპალური ავტობუსები ეყოლება

   EBRD –ის მიერ ბათუმისათვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ „ჩერკასკი ავტობუსმა“. სატენდერო პაკეტის თანახმად, რომელიც 15 მარტს გაიხსნა ბათუმის მერიაში, წინადადება „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების შემოყვანაზე, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ წარმოადგინა.

         კომპანია „ჩერკასკი ავტობუსის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისათვის ბათუმის მერიას 2-თვიანი ვადა აქვს. პირველი ეტაპისთვის ტენდერი დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე, ხოლო მომდევნო ეტაპზე ელექტროავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება. ტენდერით გათვალისწინებული ტექნიკური პირობები 60-ადგილიანი (ჯდომით და დგომით) ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს, რაც ხარჯს 50%-ით შეამცირებს.

   ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო პარკის გასაახლებლად ქალაქის მერიამ დაბალპროცენტიანი სესხი და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. პარკის განახლება ბათუმში ურბანული ტრანსპორტის მობილობის გაზრდას ითვალისწინებს, რის შედეგადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 10 ელექტრო და 40–მდე დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსი შეემატება. საქართველოს მთავრობასა EBRD- შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის რეალიზებისთვის 7 მილიონი ევრო გაიხარჯება.

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?