a a a
a a a

სიახლე მუნიციპალურ ტრანსპოტში

1 აგვისტოდან უქმდება ქაღალდის საბილეთო სისტემა.

ქალაქის მოსახლეობას და ვიზიტორებს უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD–ის და შეღავათიანი ბარათების შეძენა შეგიძლიათ უფასოდ, ვახტან გორგასალის 55-ში. ასევე BATUMI CARD–ის შეძენა უფასოდ შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებში, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია, მოძებნეთ გადახდის ტერმინალის მენიუში „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ ჩარიცხეთ 2 (ორი) ლარი და მიყევით ინსტრუქციას. BATUMI CARD–ის აღების შემდეგ გაატარეთ სამგზავრო ბარათი ტერმინალზე ასახულ უკონტაქტო ბარათის ნიშნულზე. სამგზავრო ბარათი არის მრავალჯერადი და შეგიძლიათ ბალანსის შევსება.

BATUMI CARD–ის გამოყენება შესაძლებელია თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში.        

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?