a a a
a a a

ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება

bus

მოსახლეობის მოთხოვნიდან და მარკეტინგული კვლევებიდან გამომდინარე მოხდა #2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია და 6 თებერვლიდან ბათუმს ახალი #3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც # 2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება.

განსხვავებით #2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც მოძრაობდა ჭავჭავაძის ქუჩის გავლით, სამარშრუტო ხაზი # 3 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
ადლიის დასახლება – ხიმშიაშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ბაქოს ქ. – შავშეთის ქ. -მაიკოვსკის ქ. -გოგოლის ქ. – თამარ მეფის გზატკეცილი – თამარის დასახლება – აფხაზეთის ქ.
უკუმიმართულება - იგივე;
აღნიშნულ მარშრუტებს შორის მარშრუტი 13 წუთია

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?