• 1
  • 2
  • 3

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტ”- ში დამატებით 210 კონდუქტორი დასაქმდება

cond

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი" კონდუქტორის პოზიციაზე არსებულ ვაკანსიებზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს დაასაქმებს.  დამატებით 210 ვაკანტურ პოზიციაზე კადრების შერჩევა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტ"-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.

შესაბამისი კადრები დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან შეირჩევა. დასაქმების სააგენტო პროცესში ჩართული იქნება აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპზეც. აღასანიშნავია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორების მუშაობის საცდელი პროექტი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს.  საცდელ ეტაპზე 50 კონდუქტორია დასაქმებული. კონდუქტორს ავტობუსში მგზავრთა გაბილეთიანების უზრუნველყოფა, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა,  მგზავრნაკადის შესწავლა ევალება.  კონდუქტორების სამსახურში აყვანა ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის ბოლომდე.

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?