logo

Погода

a a a
a a a

ფრანკოფონია 2016 (3)

franco

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული საზეიმოდ დაიხურა.  ვიზიტის ფარგლებში ბსუ-სა და ფრანგულ ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ურთიერთობის გაღრმავებას,

ფრანგული ენის და კულტურის პოპულარიზაციას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობას ითვალისწინებს. ფრანკოფონიის კვირეულის დახურვის ცერემონიაზე ფრანგული ენის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტ“–მა გამარჯვებულებს ბათუმველოს ერთწლიანი აბონიმენტები გადასცა საჩუქრად.