ბათუმველო
ველოსერვისი თვითმომსახურების სისტემით 24/7
ბათუმველოს განკარგულებაშია 24 ველოტერმინალი და 370 ველოსიპედი.
იმისათვის რომ გახდეთ ბათუმველოს მომხმარებელი და შეძლოთ ველოსერვისით სარგებლობა საჭიროა პირველ რიგში გაიაროთ რეგისტრაცია და შეიძინოთ „ბათუმველო“–ს ბარათი ქ. ბათუმი ნინოშვილის №2-ში (ბულვარის ცენტრალური შესასვლელი, საინფორმაციო სერვის ცენტრი), თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 2 სახის ბარათით:
- ერთ წლიანი ველობარათი – რომლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს, 10ლარი ბარათის ღირებულებაა, ხოლო 10 ლარი კი დეპოზიტზე აისახება.
2. ათ დღიანი ველობარათი – რომლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, საიდანაც 4 ბარათის ღირებულებაა ხოლო 6 კი დეპოზიტზე აისახება.
ბარათის შეძენის შემდეგ ოპერატორი დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს.
ტარიფი და ბალანსის შევსება:
- ერთი საათით სარგებლობის ღირებულება შეადგენს 2 ლარს, პირველი 5 წუთი უფასოა იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ველოსიპედის შემოწმება, თუ რა მდგომარეობაშია და სურვილისამებრ შეცვალოს ის, რაშიც მას თანხა არ ჩამოეჭრება, დროის დამრგვალება ხდება ყოველ 15 წუთზე (0,5 ლარით).
- ბალანსის შევსება მომხმარებელს შეუძლია ქ. ბათუმში ნინოშვილის N2–ში (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, საინფორმაციო სერვის ცენტრში), ასევე ბალანსის შევსება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY საშუალებით.
იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ბათუმველოსთან ერთად!