a a a
a a a

მალე ბათუმს ახალი მუნიციპალური ავტობუსები ეყოლება

   EBRD –ის მიერ ბათუმისათვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო

უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ „ჩერკასკი ავტობუსმა“. სატენდერო პაკეტის თანახმად, რომელიც 15 მარტს გაიხსნა ბათუმის მერიაში, წინადადება „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების შემოყვანაზე, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ წარმოადგინა.

15 მარტიდან 15 მაისამდე ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიმდინარეობდა კომპანია „ჩერკასკი ავტობუსის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა. 16 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და ხელშეკრულების თანახმად ქალაქს აგვისტოს შუა რიხვებში ევრო 5–ის დიზელზე მომუშავე ავტობუსების პირველი ნაკადი შეემატება, მეორე ნაკადის წლის ბოლომდე მოხდება, ახალი ავტობუსები აღჭურვილია GPSსისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებული არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ისუზუ 1

ისუზუ 2

ისუზუ 3

ისუზუ 4

 

რას ფიქრობთ ქ.ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვის შესახებ?